სიახლეები
30 აპრილი
2026

შემეცნებითი გაკვეთილი სენტ-ეგზიუპერის სკოლაში ჩატარდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სენტ-ეგზიუპერის სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა.

პრეზენტაციის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებს. გაკვეთილზე ისაუბრეს მიუსაფარი ცხოველების შესახებ, თუ რატომ უკეთიათ მათ ყურზე სპეციალური ნიშანი (საჭდე) და როგორ უნდა მოიქცნენ ქუჩაში გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში.

პროექტის მთავარი მიზანია, რომ ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერონ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა შინაური ცხოველის ყოლა და მოვლა.
შეხვედრის დასასრულს, წახალისების მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს და „ცხოველების მეგობრის“ სტატუსი მიანიჭეს.

თუ გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დაგვიკავშირდით: 550 05 41 44, ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.