მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები განთავსდა
ცხოველთა მონიტორინგის სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სხვადასხვა მისამართზე მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლების განთავსებას.
პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა და კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება იმ აქტივობებში, რომლებიც ცხოველთა პირობების გაუმჯობესებაზეა მიმართული.
ვაზისუბანში სახლების დადგმის პროცესს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მენთეშაშვილი დაესწრო.