სიახლეები
04 მაისი
2026

სააგენტოს ეკიპაჟები ძაღლების გასეირნების წესების დაცვას დედაქალაქში ამოწმებენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟები დიდუბისა და სამგორის რაიონების სკვერებში აქტიურად ამოწმებენ ძაღლების გასეირნების წესების დაცვას.

ეკიპაჟები აგრეთვე ამოწმებენ ცხოველთა რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას და მოქალაქეებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან პატრონის პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე, ასევე, საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ცვლილებებზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1032-ე მუხლის მიხედვით:
,,ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“

სააგენტო შინაური ცხოველების გასეირნების წესების დაცის შემოწმებას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.