სიახლეები
07 მაისი
2026

ხის სახლები სხვადასხვა მისამართზე განთავსდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე განათავსა.

სახლები დაიდგა: წერეთლის გამზირზე, ვაზისუბანში, თემქასა და ისანში.
პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, აგრეთვე ცხოველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.