სიახლეები
18 მაისი
2026

მარუაშვილის ქუჩაზე გადარჩენილი ლეკვი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული სამაშველო ჯგუფის მიერ გიორგი მარუაშვილის ქუჩაზე გადარჩენილი ლეკვი, რომელსაც, მძიმე დაზიანების გამო კიდურის ამპუტაცია დასჭრიდა, სრულად რეაბილიტირდა.

ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა დაახლოებით ორი თვის ლეკვი აღმოაჩინა, რომელიც გენერატორის კონტეინერსა და ბეტონის კონსტრუქციას შორის იყო მოყოლილი. მაშველებმა, სპეციალური აპარატურის საშუალებით, ლეკვი ამოიყვანეს და თავშესაფარში გადაიყვანეს.

სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ძაღლს ჰქონდა მენჯის ძვლის მოტეხილობა და კიდური ძალზე დაზიანებული იყო, რაც ცხოველის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ამპუტაციას საჭიროებდა.
თავშესაფრის სამედიცინო პერსონალმა ოპერაცია მაღალ დონეზე ჩაატარა და ლეკვის რეაბილიტაციაც წარმატებით დასრულდა.
ამჟამად, ლეკვი ეძებს მასზე მზუნველ ადამიანს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მუნიციპალურ თავშესაფარს: 032 2 421 171