სააგენტოში შეხვედრა გაიმართა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ არაგველი „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ დამფუძნებელს თეიმურაზ წიქორიძეს შეხვდა და ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
განიხილეს საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამასთან, ხაზი გაესვა ცხოველთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად და სისტემურად მოგვარების მიზნით კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას.
„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA) 2006 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანია საქართველოში ცხოველთა დაცვა და გადარჩენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება.
მხარეებმა გამოთქვეს მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის და შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ფორმატის დიალოგი მნიშვნელოვანია როგორც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესების, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის.