სიახლეები
25 მაისი
2026

თანამშრომლები საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ტრენინგს გადიან

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟები და ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანამშრომლები საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ტრენინგს გადიან.

ტრენინგის მიზანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლება როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გასეირნებისა და მოვლა-პატრონობის წესების დაცვა, მიმკედლებელთა უფლება-მოვალეობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცხოველთან ერთად გადაადგილებისას სპეციალური ნორმების დაცვა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივლისიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის ფორმირება ადამიანებისა და ცხოველებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ასევე, ცხოველებისთვის პირობების გაუმჯობესების და პოპულაციების მართვის მიზნით. შესაბამისად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანია, რომ სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულნი და მოქმედებდნენ უახლესი სტანდარტების სრული დაცვით.