სიახლეები
27 მაისი
2026

სააგენტოს წარმომადგენლები ამჯერად 158-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 158-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა.
პრეზენტაციის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის ძირითად წესებს. ასევე, ისაუბრეს მიუსაფარ ცხოველებზე, მათთვის სპეციალური საყურე ნიშნის (საჭდის) მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქუჩაში გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში. მოსწავლეებმა კი სიხარულით გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი შინაური ცხოველების ისტორიები.

მსგავსი შეხვედრების მიზანი ბავშვებში ცხოველებისადმი ჰუმანური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.
თუ გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დაგვიკავშირდით: 550 05 41 44, ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.