სააგენტოს მაშველებმა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური გადამზადება გაიარეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები პერიოდულად შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალურ გადამზადებას გადიან.
კურსი მოიცავს სააგენტოს საქმიანობისთვის მნიშვნელოვან და პრაქტიკულ საკითხებს, მათ შორის სასიმაღლო და სამაშველო სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების წესებს.
გარდა ამისა, მაშველების დაეუფლებიან ქვეწარმავლების დაჭერისა და მათთან უსაფრთხო მოპყრობის ტექნიკებს. სეზონური გამოწვევებიდან გამომდინარე, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სირთულისა და საფრთხის შემცველ გამოძახებებზე დადიან, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკაში მათი სწორად გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს როგორც თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაძლიერებას, ისე სამაშველო სამუშაოების უსაფრთხოდ, ეფექტურად და მაღალი პასუხისმგებლობით განხორციელებას.