მაშველებმა ორი ძაღლი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა გიორგი ჩიტაიას ქუჩაზე, სარდაფში ჩავარდნილი ორი ძაღლი გადაარჩინა.
შეტყობინების
მიღებისთანავე ეკიპაჟმა დროულად მოახდინა რეაგირება, ძაღლები მალევე ამოიყვანეს სარდაფიდან და მზრუნველ ადამიანთან დაუბრუნეს.
მიმკედლებელმა პირმა ძაღლების ადგილსამყოფელი ორი კვირის განმავლობაში არ იცოდა. დღეს კი მოქალაქემ გასაჭირში მყოფი ცხოველების ხმა გაიგონა და 112- ს შეატყობინა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს დროული რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის!
ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაა, მოქალაქის ყურადღება და დროული რეაგირება ხშირად გადამწყვეტია.
ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის - 112-ის მეშვეობით.