გადარჩენილი კნუტი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა საფრთხეში მყოფი პატარა კნუტი გადაარჩინა.
დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინება სააგენტოში შალვა აფხაიძის ქუჩიდან შემოვიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს რთული ვითარება დახვდა, კნუტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის საჰაერო მილში იყო ჩავარდნილი.
სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, ერთ-ერთი ბინის მფლობელის თანხმობით, საჭირო გახდა კედლის ნაწილობრივი დანგრევა, რათა ეკიპაჟს ცხოველამდე უსაფრთხო წვდომა ჰქონოდა. რთული პირობების მიუხედავად, რამდენიმედღიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად, სააგენტოს თანამშრომლებმა კნუტის უსაფრთხოდ ამოყვანა შეძლეს.
გადარჩენილი კნუტს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და დაუბრუნდა ბუნებრივ საცხოვრებელ არეალს, სადაც მას დედა კატა და სხვა კნუტები ელოდებოდნენ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განსაკუთრებულ მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, აქტიურად თანამშრომლობდა სამაშველო პროცესში და შესაძლებელი გახადა კნუტის გადარჩენა.
ცხოველებთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით 112-ის საშუალებით.