გადარჩენილი კნუტი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა მუხიანის მე-4ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა.
შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს ეკიპაჟი ადგილზე ოპერატიულად მივიდა და კნუტის ამოყვანა მალევე შეძლო. გადარჩენილი კნუტი ადგილობრივმა შეიფარა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეს თანადგომისა და დროული რეაგირებისთვის.
ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ 112-ის მეშვეობით.