შინაური ცხოველების მეპატრონეებმა სხვადასხვა სერვისით ისარგებლეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში შინაური ცხოველების მეპატრონეებმა სხვადასხვა სერვისით ისარგებლეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია მოეხდინათ. აგრეთვე, ჩატარდა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) და კომპლექსური ვაქცინაციის პროცედურები. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი ხართ, მოახდინოთ შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია.