სიახლეები
28 ივლისი
2026

მაშველებმა კიდევ ერთი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან თანამშრომლობით, კნუტი გადაარჩინა.

დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინება დანიელ ჭონქაძის ქუჩიდან შემოვიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კნუტი შენობაში შესასვლელი კიბის ქვეშ არსებულ სივრცეში ჩავარდნილი დახვდა. მისი ამოყვანა, შეზღუდული წვდომის გამო, გართულდა, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სააგენტოს მაშველების კოორდინირებული მოქმედების შედეგად, კნუტის უსაფრთხოდ ამოყვანა მოხერხდა.

გადარჩენილი ცხოველი მოქალაქემ შეიფარა.

ცხოველებისთვის დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის - 112-ის მეშვეობით.