სიახლეები
31 ივლისი
2026

შეშინებული კნუტი გადარჩენილია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა ია კარგარეთელის ქუჩაზე, ხეზე მყოფი, შეშინებული კნუტი გადაარჩინა.

შეტყობინების მიღებისთანავე ეკიპაჟმა დროულად მოახდინა რეაგირება. სპეციალური ამწე კალათის დახმარებით მაშველებმა კნუტი უვნებლად ჩამოიყვანეს. გადარჩენილი ფისო მოქალაქემ შეიფარა.

სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეს გამოჩენილი ყურადღებისა და პასუხისმგებლობისთვის.

ცხოველის დახმარების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით 112-ის მეშვეობით, რათა სააგენტოს ოპერატიულმა ჯგუფმა დროულად შეძლოს დახმარების გაწევა.