მაშველებმა ხეზე ამძვრალი შეშინებული კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა, დაახლოებით, 15-მეტრის სიმაღლის ხეზე ამძვრალი შეშინებული კნუტი გადაარჩინა. იგი ორი დღის განმავლობაში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.
გამოძახება გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე დაფიქსირდა, ეკიპაჟმა დროულად მოახდინა რეაგირება და სპეციალური ამწე კალათის დახმარებით ფისო უვნებლად ჩამოიყვანა. გადარჩენილი ცხოველი მოქალაქემ შეიფარა.
მადლობა თითოეულ მოქალაქეს დროული რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის!
გახსოვდეთ, ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზს 112-ის მეშვეობით.