სიახლეები
08 აგვისტო
2026

ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა ორი კნუტი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში ორი კნუტი გადაარჩინა, რომლებიც კორპუსის მიშენებული ფართის სახურავზე სიმაღლიდან ჩავარდნენ.
შეტყობინების მიღებისთანავე ეკიპაჟმა დროული რეაგირება მოახდინა. სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორივე კნუტი უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის-112-ის მეშვეობით.