სიახლეები
08 სექტემბერი
2026

სააგენტოს მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა კიდევ ერთი კნუტი გადაარჩინა.

 გამოძახება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე დაფიქსირდა, სადაც კნუტი კედელში იყო გაჭედილი. მაშველებმა მისი გამოყვანა მალევე შეძლეს, რის შემდეგაც კნუტი ბუნებრივ არეალში გაუშვეს.

 ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის-112-ის მეშვეობით.