სიახლეები
21 სექტემბერი
2026

ეკიპაჟები გასეირნების წესების დაცვას ამოწმებენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები ყოველდღიურად სხვადასხვა ლოკაციაზე ძაღლების გასეირნების წესების დაცვას ამოწმებენ.
ამასთან, ისინი ამოწმებენ ცხოველთა რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას, ასევე, მოსახლეობას კანონში განხორციელებულ ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 103.2-ის მიხედვით,
,,ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით“.