სიახლეები
24 სექტემბერი
2026

სააგენტომ საინფორმაციო დაფები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სამგორის გამგეობის ჩართულობით, რაიონის პარკებსა და სკვერებში შინაური ცხოველების გასეირნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი გადაადგილების წესების საინფორმაციო დაფები განათავსა.
აქტივობის მიზანია, მოქალაქეებისთვის შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლება.
ასევე, ყოველდღიურად სააგენტოს ეკიპაჟები სხვადასხვა ტერიტორიაზე შინაური ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების დადგენილი წესების დაცვასა ამოწმებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ბულვარში, პარკსა და სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.