სიახლეები
28 სექტემბერი
2026

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!
ამ დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვაქცინაციის კვირეულს მართავს, რომლის ფარგლებში მიუსაფარი ცხოველების ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ხორციელდება.
სააგენტოს ეკიპაჟები, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე გადაადგილდებიან და მიუსაფარ ცხოველებს ანტირაბიულ ვაქცინაციას უტარებენ.

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, შესაბამისად, რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით უტარდებათ.
ღონისძიების მიზანია ცხოველებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე, ცოფის გავრცელების პრევენცია.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ცოფის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი საშუალება ცხოველების დროული ვაქცინაციაა.