სააგენტომ ხის სახლები განათავსა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი ხის სახლები გლდანისა და საბურთალოს რაიონებში განათავსა.
ძაღლებისთვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით განხორციელდა.
პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, მიმკედლებლების მხარდაჭერა და ცხოველთა კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ინიციატივებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.