მიუსაფარ ძაღლთა რაოდენობის აღრიცხვა მიმდინარეობს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ორგანიზაცია "მეიჰიუ საქართველოს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დედაქალაქში მიუსაფარ ძაღლთა რაოდენობის აღრიცხვა მიმდინარეობს. ეს ქალაქის მასშტაბით ჩატარებული რიგით მესამე კვლევა იქნება 2023 წლის შემდეგ.
დაჭერა-სტერილიზა
ია-ვაქცინაცია-დაბრუნება (CNVR) - პროგრამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის პროცესში. ამავდროულად, პოპულაციის აღრიცხვა საშუალებას იძლევა, შეფასდეს მსგავსი პროგრამების შედეგები და მიღებული მონაცემები საფუძვლად დაედოს სამომავლო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პროგრამის პარალელურად, "მეიჰიუ საქართველო" თბილისში მდებარე საკუთარ არაკომერციულ კლინიკაში ახორციელებს პროექტს, რომელიც თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების მიუსაფარი ცხოველებისთვის უფასო სტერილიზაციას, ვაქცინაციასა და იდენტიფიკაციას უზრუნველყოფს. ირგანიზაციის კლინიკა ასევე წარმოადგენს სასწავლო ცენტრს ვეტერინარიის სფეროს სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის. აქ ქართველ ვეტერინარებსა და ვეტ ტექნიკოსებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ ტრენინგები და აიმაღლონ კვალიფიკაცია საერთაშორისო ვეტერინარული სტანდარტების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს წვრილი ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.