სააგენტოს თანამშრომლები N142 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრნენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს აგრძელებს.
სააგენტოს თანამშრომლებმა N142 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების დაცვის, მათზე ზრუნვისა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შინაური ცხოველების მეპატრონეთა ვალდებულებებსა და ცხოველის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების მნიშვნელობას.
მთავარი გზავნილი კი იყო, რომ ცხოველის მოტოვება დაუშვებელია, რადგან ყველა ცხოველი საჭიროებს ზრუნვას, ყურადღებას და უსაფრთხო გარემოს.
წახალისების მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, ვისაც გსურთ, მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი პრეზენტაცია თქვენს სკოლაში ჩატარდეს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
112 ან მოგვწეროთ სოციალური ქსელის საშუალებით.