ურთულესი ოპერაცია და გადარჩენილი ძაღლი
2016 წლის 17 იანვარს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მახათას აღმართის ტერიტორიიდან დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ იპოვა ლაბრადორის მეტისი, რომელსაც აქვს უმძიმესი დაზიანებები. მობილური ჯგუფი რამდენიმე წუთში გამოცხადდა ადგილზე, სადაც შავი ფერის ლაბრადორის მეტისი უმძიმეს მდგომარეობაში დახვდათ - მას კისრის არეში მთელ წრეზე აღენიშნებოდა ღია ჭრილობა. ცხოველი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი მუნიციპალურ თავშესაფარში. მძიმე ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა, ექიმების მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადების შედეგად ძაღლის გადარჩენა მოხერხდა. კარგად ჩაიარა პოსტოპერაციულმა პერიოდმაც და დღეს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ჯანმრთელია! იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეიფარებს და აჩუქებს მას თბილ სახლს. სააგენტო მადლობას უხდის მუნიციპალური თავშესაფრის პერსონალს კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენისათვის - ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!!!