თბილისის მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გასული წლის ანგარიში წარადგინა. როგორც ანგარიშის წარდგენისას სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ აღნიშნა, იკვეთება პროგრესი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვა-კონტროლის გასაუმჯობესებლად თანამედროვე, ჰუმანური, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით.
თემურ ფხალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაესვა ე.წ. „სანიტარულ-ვეტერინარული კორდონის“ ამოქმედების მნიშვნელობას ქალაქისათვის, რომელსაც წინ უსწრებდა უპატრონო ცხოველების დათვლის პროცესი.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.