სიახლეები
19 თებერვალი
2016

საინფორმაციო გაკვეთილი თბილისის სკოლებში

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გასულ - 2015 წელს მოამზადა სპეციალური „საინფორმაციო გაკვეთილი“, რომლის მიზანია მოზარდებს შორის  ცხოველებთან მოპყრობის ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული წესების პროპაგანდა. პროექტი მომზადდა სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც თავადვე ატარებენ გაკვეთილებს საჯარო თუ კერძო სკოლებში ადგილობრივი პედაგოგების თანდასწრებით. საგულისხმოა, რომ პროექტმა მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, რაც ადამიანებისა და ცხოველების უსაფრთხო თანაცხოვრების დამკვიდრების საწინდარი გახდება. ჯერჯერობით „საინფორმაციო გაკვეთილები“ ჩატარდა რამდენიმე სკოლაში, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.