სიახლეები
22 თებერვალი
2016

ნაავარიევ ძაღლს მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა

2016 წლის 9 თებერვალს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა მოქალაქე ზვიად ტერმაკოზაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ც. დადიანის ქუჩაზე ძაღლს დაეჯახა მსუბუქი ავტომობილი, რის შედეგადაც ცხოველმა მიიღო მძიმე დაზიანება და საჭიროებს დახმარებას. სააგენტოს მობილური ჯგუფი რამდენიმე წუთში გამოცხადდა მისამართზე, სადაც შეტყობინება დადასტურდა. ცხოველი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მას ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია. კვალიფიციური პერსონალის ძალისხმევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. ამჟამად ძაღლი გადის სარეაბილიტაციო კურსს. სააგენტო მადლობას უხდის ინიციატორს დროული შეტყობინებისათვის მუნიციპალური თავშესაფრის პერსონალს კი მაღალი პროფესიონალიზმისათვის - ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!