რამდენიმესაათიანი ურთულესი ოპერაცია და გადარჩენილი სიცოცხლე!
2016 წლის 15 თებერვალს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა მოქალაქე მაკა მებურიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გლდანის მეორე მიკრორაიონში იმყოფება სავარაუდოდ დაკარგული ტრამვირებული კოკერ-სპანიელი, რომელიც საჭიროებს დახმარებას. სააგენტოს მობილური ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე. ძაღლი თვალის უმძიმესი ტრავმით დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა მუნიციპალურ თავშესაფარში. ვეტერინარმა დავით ომარაშვილმა ჩაატარა რამდენიმესაათიანი ურთულესი ოპერაცია, მაგრამ მოახერხა ძაღლის სიცოცხლის შენარჩუნება. ამჟამად ცხოველი გადის სარეაბილიტაციო კურსს. მართალია მან დაკარგა ერთი თვალი, მაგრამ შეიძინა უამრავი მეგობარი მუნიციპალური თავშესაფარის პერსონალის სახით.
დღეს კი, 11 მარტს, კოკერ-სპანიელი გაჩუქდა! სააგენტო მადლობას უხდის სვეტლანა დოროტავცევას გულისხმიერებისათვის და ამავდროულად ულოცავს ოთხფეხა მეგობრის შეძენას! ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!