სიახლეები
14 ივნისი
2016

თავშესაფარში შემოყვანილ ტრავმირებულ ძაღლს ვეტერინარული დახმარება გაეწია

2016 წლის 14 ივნისს მოქალაქე გიორგი გოგიშვილის გამოძახების საფუძველზე გურამიშვილის ქუჩის 66 ნომრიდან მუნიციპალურ თავშესაფარში შემოყვანილ იქნა ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც დაუფიქსირდა მარცხენა წინა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა, სავარაუდოდ დაზიანებულია შინაგანი ორგანოები. ცხოველს გაეწია პირველადი დახმარება, ასევე ჩაუტარდა რენტგენოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევები. შედეგების საფუძველზე ექიმმა ვეტერინარმა ნ.მაღრაძემ მიიღო გადაწყვეტილება, არ განახორციელოს კიდურის ამპუტირება. ამ მიზნით მოხდა ღია ჭრილობების დამუშავება, დაზიანებული კიდურის დაფიქსირება და შემდგომი ვეტერინარული მანიპულაციების ჩასატარებლად ცხოველის მოთავსება სარეაბილიტაციო ვოლიერში.