„საინფორმაციო გაკვეთილი„ თბილისის 29 სკოლაში
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა სპეციალური „საინფორმაციო გაკვეთილი„ (პროგრამა) , რომელსაც განათლების სამინისტროსთან შეჯერების შედეგად სააგენტოს სპეციალური ჯგუფი (წამყვანი, ვეტ-ექიმი და კინოლოგი) პრეზენტაციის სახით აცნობს როგორც საჯარო ისე კერძო სკოლის მოსწავლეებს. პროგრამის მიზანია მოზარდობიდანვე ჩამოყალიბდეს და განვითარდეს ცნობიერება ცხოველებთან ურთიერთობის, მათთან ქცევის წესების, უსაფრთხოების ნორმებისა და მოვლა-პატრონობის წესის მიმართულებით რაც საბოლოო ჯამში აუცილებელია ადამიანებისა და ცხოველების უსაფრთხო თანაცხოვრების დასამკვიდრებლად.
აღსანიშნავია, რომ პროექტმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც მოსწავლეების ისე მასწავლებლების მხრიდან. 2016 წლის იანვრიდან „საინფორმაციო გაკვეთილი„ ჩატარდა თბილისის 29 სკოლაში. პროექტი გაგრძელდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე და მოიცავს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებს.