სიახლეები
27 ივნისი
2016

სააგენტოში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

2016 წლის 24 ივნისს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე განხილულ იქნა რიგი პრობლემატური საკითხები და დაისახა ურთიერთთანამშრომლობის გეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელობამ სტუმრებს გააცნო 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. პასუხები გაეცა დასმულ კითხვებს, ასევე მოსმენილ იქნა მოსაზრებები და რეკომენდაციები.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა სტუმარს და იმედოვნებს რომ მათი ჩართულობა სფეროში დადებითად აისახება მოსახლეობისა და ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.