სიახლეები
04 ივლისი
2016

ბუკიას ბაღში ცხოველების გაჩუქების მორიგი აქცია გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან“ ერთად ბუკიას ბაღში ცხოველების გაჩუქების მორიგი აქცია გამართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე გაჩუქდა 16 ცხოველი - 13 ლეკვი და 3 კნუტი. გაჩუქებულ ცხოველებს მუნიციპალურ თავშესაფარში ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა, სტერილიზაცია-კასტრაცია და იდენტიფიკაცია. აქციაზე ასევე გაჩუქდა ცხოველები, რომელებიც იყვნენ იდენტიფიცირებულები, მაგრამ მოცემული მომენტისათვის არ ჩატარებიათ სტერილიზაცია-კასტრაცია , თუმცა მჩუქებლებმა წერილობით დაადასტურეს, რომ აიღეს ვალდებულება 2 თვის განმავლობაში ცხოველისთვის აღნიშნული ოპერაციის ჩატარების, რაც შესაბამისობაშია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის „ მე-8 მუხლის მე-12 ქვეპუნქტთან. მოქალაქეთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება აყვანილ იქნება კონტროლზე როგორც სააგენტოს ასევე ცხოველთა გადარჩენის საზოგაოების მიერ..
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს მაღალი აქტივობისა და გულისხმიერებისათვის. ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!

ფოტო გალერეა იხილეთ ბმულზე: www.flickr.com