სიახლეები
14 ივლისი
2016

ჭიდან ამოყვანილი ძაღლი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ ვაზისუბნის პირველი მიკრო რაიონის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილია ძაღლი. მობილური ჯგუფი გამოცხადდა მითითებულ მისამართზე , სადაც შეტყბინება დადასტურდა. სირთულის მიუხედავად სააგენტოს წარმომადგენლებმა შეძლეს ცხოველის უვნებლად ამოყვანა, რის შემდეგაც ძაღლი დაბრუნებულ იქნა ბუნებრივ არეალში.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ინიციატორს დროული შეტყობინებისათვის - ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!