სამაშველო ოპერაციის შედეგად გადარჩენილი ცხენი
2016 წლის 15 ივლისს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელმაც ითხოვა დახმარება ცხენის გადასარჩენად მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში. მობილური ჯგუფი დაუყოვნებლივ გამოცხადდა მისამართზე, სადაც საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი იყო ცხენი, რომელიც ცდილობდა ჭიდან ამოსვლას - რაც სიღრმიდან და არსებული მდგომარეობის სხვა სირთულეებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ერთობლივი ურთულესი სამაშველო ოპერაციის შედეგად ცხენის უვნებლად ამოყვანა და გადარჩენა მოხერხდა - ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!