ცვლილებები სააგენტოსთან არსებულ საბჭოს დებულებაში
მიმდინარე წლის 7 და 15 ივლისს, სააგენტოში გაიმართა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან არსებული მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი საბჭოს“ მორიგი სხდომები.
საბჭომ შეიმუშავა და დაამტკიცა საბჭოს ახალი დებულება, იმსჯელა საბჭოს შემადგენლობაში ახალი წევრების მიღების პროცედურებზე და განიხილა მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველებთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები.
ბევრ სიახლეებთან ერთად, საბჭოს ახალი დებულებით შეიქმნა საზოგადოების მხრიდან ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობის მონიტორინგის ქმედითი მექანიზმები.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იმედოვნებს, რომ საზოგადოების აქტივობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის ამოცანების ეფექტურად განხორციელებას და მიმართავს ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას, მონაწილეობა მიიღონ სააგენტოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს საქმიანობაში.
ბრძანება ცვლილებების შესახებ და საბჭოს ახალი წევრების მიღების პროცედურა იხილეთ ბმულზე: ცვლილებები_დებულებაში.pdf; პროცედურა.pdf