სიახლე ჩვენს ქალაქში.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს კამპანიას “ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო”, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესაბას, ასევე ადამიანებისა და ცხოველების თანაარსებობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
კამპანიის ფარგლებში, თბილისის ქუჩებში სკვერებსა და პარკებში განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ბანერები, რომლებზეც გამოსახულია შესაბამისი ნიშნულები - როგორ უნდა მოიქცეს ცხოველის პატრონი სხვადასხვა ვითარებაში.
ამ დროისთვის ბანერები განთავსდა ვაკის პარკის, კუს ტბის, აღმაშენებლის გამზირის, გორკის ქუჩაზე მდებარე სკვერის, მეტრო რუსთაველისა და თვისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე. ბანერების დადგმა გაგრძელდება დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სპეცილაური მობილური ჯგუფები განახორციელებენ პატრულირებას 24 საათის განმავლობაში და ცხოველების მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენენ ადმინისტრაციულ სამართლებრივ რეაგირებას (დაჯარიმება).
მონიტორინგის ეფექტურად განხორცილების, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისა და მობილური ჯგუფების ოპერატიულად გადაადგილების მიზნით, სააგენტომ შეიძინა სამი სკუტერი, რომლებიც ხელს შეუწყობენ სააგენტოს თანამშრომელთა მარტივ, სწრაფ და მოხერხებულ გადაადგილებას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში, კორპუსების ეზოებსა და პარკებში.