სიახლეები
29 ნოემბერი
2016

ჩვენი მორიგი წარმატებული ღონისძიება.

2016 წლის 27 ნოემბერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო ძაღლების ორთაბრძოლების გამართვა. სააგენტოს რეაგირების ჯგუფების მიერ ოპერატიულად მოხდა შეტყობინების გადამოწმება, რის დროსაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტეტიროტიაზე ( სასაფლაოსთან ახლოს ) დაფიქსირდა 20 მდე ავტომობილი და ათეულობით მამაკაცი ძაღლებთან ერთად. მათ სააგენტოს თანამშრომლების დანახვისთანავე დაიწყეს ტერიტორიის სწრაფად დატოვება, რის შემდეგაც დაგეგმილი ორთაბრძოლების გამართვა ვეღარ მოახერხეს, ყოველივე დაადასტურეს სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას იმ ადამიანებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს ტერიტორიის დატოვება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს არ გამართონ ძაღლების ორთაბრძოლები, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ რეაგირებას !