სიახლეები
12 დეკემბერი
2016

სამაშველო ოპერაცია ჭავჭავაძის ქუჩაზე, გადარჩენილი კნუტი.

2016 წლის 11 დეკემბერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული მოქალაქის შეტყობინების თანახმად ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომობილის ძრავსა და სავალ ნაწილს შორის გაჭედილი იყო კნუტი, რომელიც დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდა. სააგენტოს მობილური ჯგუფის გადაწყვეტილებით აუცილებელი იყო ავტომობილისთვის გარკვეული ნაწილების მოხსნა, სირთულის მიუხედავად სააგენტოს წარმომადგენლებმა მოახერხეს კნუტის უვნებლად გამოყვანა , რის შემდგომაც ცხოველი გადაყვანილ იქნა მუნიციპალურ თავშესაფარში. ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!