სიახლეები
17 იანვარი
2017

მორიგი ძალადობა ცხოველზე აფრიკის დასახლებაში.

2017 წლის 16 იანვარს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ აფრიკის დასახლებაში ერთერთი კორპუსის ეზოში წევს ძაღლი, რომელსაც სხეულზე აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. სააგენტოს მობილური ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე, სადაც ძაღლი მძიმე დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ცხოველი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც გაეწია დახმარება - დაუმუშავდა ჭრილობები, გაუკეთდა გადასხმა. მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა ძაღლის გადარჩენა მოხერხდა, ამ დროისათვის მას უტარდება ინტენსიური მკურნალობა და იმყოფება თავშესაფრის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ - ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!