სიახლეები
21 იანვარი
2017

დაჭრილი ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ რომ 5 დღის წინ მუნიციპალურ თავშესაფარში შემოყვანილი დაჭრილი ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო( რომელიც მიყენებული აქვს ყელის არეში ვერ ახერხებს დამოუკიდებლად საკვების მიღებას). ცხოველს ყოვლედღიურად უმუშავდება ჭრილობები, უკეთდება საჭირო გადასხმები და 24 საათის გამავლობაში იმყოფება მუნიციპალური თავშესაფრის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
ვიმედოვნებთ, რომ ძაღლს გამოჯანმრთელების შემდეგ გამოუჩდება მზრუნველი პატრონი, რომელიც აჩუქებს მას თბილ სახლს - ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!