სიახლეები
06 მარტი
2017

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიამ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში მოისმინა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის 2017 წლის 6 მარტის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად მოისმინეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ სხდომაზე პრეზენტაციის სახით წარადგინა.

ანგარიშის სრულად ნახვის მიზნით, გთხოვთ იხილოთ http://animalsmonitoring.ge/page/300