სიახლეები
14 მარტი
2017

სოციოლოგიური გამოკითხვა დედაქალაქის ქუჩებში.

დედაქალაქის მოსახლეობის ინფორმირების, მათი განწყობისა და შეხედულებების შესწავლის, ასევე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროცესებში საზოგადოებრივი აზრის მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაიწყო სოციოლოგიური გამოკითხვა , რომელიც გაგრძელდება სისტემატიურად და ჩატარებული ანალიზის შედეგები ანგარიშის სახით პერიოდულად გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ გვერდზე.