სიახლეები
31 მარტი
2017

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სოფელ აგარაკებში უფლებამოსილების ფარგლებში ღონისძიება გაატარა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად, სოფელ აგარაკებში ერთერთ მიტოვებულ სახლში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალს სისტემატურად მიყავს სახლში უპატრონო ძაღლები, რომლებსაც არ უვლის სათანადოდ. აღნიშნულის გამო ცხოველების უმეტესობა იხოცება, ხოლო მათი ლეში მიმოფანტულია ტერიტორიაზე, ცოცხალი ძაღლების უმეტეს ნაწილს კი ვიზუალურად აშკარად აღენიშნება დაავადებების ნიშნები. ინიციატორის განცხადებით, ტერიტორიაზე და მიმდებარედ გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნის ირგვლივ მაცხოვრებლებს. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს რეაგირების ჯგუფები საპატრულო პოლიციასთან ერთად დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე და უფლებამოსილების ფარგლებში გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები მოსახლეობისა და ცხოველების დახმარების მიზნით.