ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს კამპანიას „ ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“ , რომლის ფარგლებშიც ამჯერად აქცენტი გაკეთდა თბილისის იმ უბნის მაცხოვრებლებზე, რომელთაც შესაძლოა ყავდეთ პირუტყვი. აქციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოსახლეობას, განუმარტეს პირუტყვის ყოლის წესით განსაზღვრული რეგულაციები, ასევე გაუწიეს კონსულტაცია, სხვადასხვა ვითარებაში ქცევის მიზანშეწონილი ფორმების შესახებ, შესაბამისი წესების დარღვევის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. ზეპირი ინფორმაციიის მიწოდებასთან ერთად, მოსახლეობას დაურიგდა სააგენტოს მიერ დამზადებული ბუკლეტები. აღნიშნული ღონისძიებები, რომლებიც პერმანენტულად გაგრძელდება, მიმართულია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ასევე დედაქალაქში სანიტარულ-ჰიგიენური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.