სიახლეები
03 აპრილი
2017

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს კამპანიას „ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს კამპანიას „ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“, რომელის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული სპეციალური „საინფორმაციო გაკვეთილის“ (პროგრამა) წარდგენა თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში. პროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას, ცხოველებთან ჰუმანური მოპყრობის, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მათთან ჰარმონიული თანაცხოვრების პრინციპების დანერგვას. 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ჩატარდა 16 გაკვეთილი.
აღნიშნულმა პროექტმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მხრიდან. პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება სასწავლო წლის დასრულებამდე.