სიახლეები
21 აპრილი
2017

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა კავკასიური ნაგაზი გადაარჩინა

     2017 წლის 21 აპრილს თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა მოქალაქე და განაცხადა, რომ  ლიბანის ქუჩაზე შპს „კომბიტეკის“ ტერიტორიაზე ერთერთ პიროვნებას ჰყავს კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი დაბმული მოკლე საბმელით ( ჯაჭვით), რომელიც დახვეული აქვს სხეულზე რის გამოც ძაღლი ფაქტიურად ვეღარ სუნთქავს და შესაძლოა მოკვდეს, ხოლო გასათავისუფლებლად არავის იკარებს, რადგან იმყოფება ისტერიულ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდა სააგენტოს მობილური ჯგუფი და სპეციალური პრეპარატის მეშვეობით მოდუნების შემდგომ მოხერხდა ძაღლის გათავისუფლება. ასევე სააგანტოს თანამშრომლებმა უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეაგირება ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისთვის და დააჯარიმეს შემთხვევის ადგილზე მისული პატრონი.