სიახლეები
25 მაისი
2017

სპეციალურ ადგილზე - ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების შესახებ.

https://www.eauction.ge/Home/EntityView/442034

2017 წლის 4 აპრილს სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელთა მიერ ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანილია ურბანულ გარემოში უმეთვალყურეოდ მყოფი 28 (ოცდარვა) ერთეული წვრილფეხა პირუტყვი - თხა, რომელთაგან ა.წ 9 აპრილს პირუტყვის ტრანსპორტირებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების შემდეგ, პატრონის მიერ თავშესაფრიდან გაყვანილია პირუტყვის ნაწილი. ამჟამად თვშესაფარში იმყოფება 8 თხა, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“-ს მე-5 მუხლის შესაბამისად ექვემდებარებიან რეალიზებას, ელექტრონული აუქციონის ფორმით - სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე.

ელექტრონული აუქციონის დაწყების თარიღი - 29.05.2017 წ., დასრულების თარიღი - 02.06.2017 წ.

ელექტრონული აუქციონის პირობების და ლოტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ https://www.eauction.ge/Home/EntityView/442034