სიახლეები
26 მაისი
2017

სამაშველო ოპერაცია მდინარე მტკვარზე

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა კიდევ ერთი ცხოველის გადარჩენა შეძლო. 2017 წლის 25 მაისს შემოსული შეტყობინების თანახმად მდინარე მტკვარში ჩავარდნილი იყო ძაღლი, რომელიც ვერ ახერებდა დამოუკიდებლად წყლიდან ამოსვლას და განწირული იყო სიკვდილისთვის. მიუხედავად ღამის საათებისა და მტკვრის დინებისა სააგენტოს თანამშრომლები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ნავებით ჩავიდნენ მტკვარში და მოახერხეს ძაღლის გადარჩენა, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციას გადის მუნიციპალურ თავშესაფარში.