ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დაინტერესებული პირებისათვის შეხვედრას გამართავს
2017 წლის 20 ივნისს 12:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ჩატარდება შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ხელმძღვანელობა გააცნობს გაწეული საქმიანობის ანგარიშს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები და რეკომენდაციები. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.